მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს არაერთი საინტერესო აქტივობა მიეძღვნა
21-03-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „მოქალაქე“ და მოსწავლეთა თვითმმართველობა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა.
მათ, სკოლის ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებთან ერთად, კედლის გაზეთი - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ მოამზადეს. გარდა ამისა, საინფორმაციო ფლაერებითა და ფერადი წინდებით გამოფენა მოეწყო. გაიმართა პრეზენტაცია და ბიოლოგიის მასწავლებლის მონაწილეობით, საინფორმაციო შეხვედრა-ლექცია.
ყველა აქტივობამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, მათ მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.