სალომინაოს საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველ დღესასწაულებს ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა
21-03-2023

კონსტანტინე ერისთავის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულებს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა.

ღონისძიებაზე - „ქალი დედა, ქალი ლეგენდა“ მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს მუსიკალური ნომრები - ცეკვები და სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

სადღესასწაულო ატმოსფერომ მთელი სკოლა მოიცვა და განწყობა ყველას აუმაღლა.

ეს დღე მოსწავლეთა და დამსწრე საზოგადოებისთვის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ, ლამაზ მოგონებად იქცა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციისთ ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203