„ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ - ლეღვანის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა 
21-03-2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საბუნებისმეტყველო კათედრისა და საზოგადოებრივი მეცნიერების თანამშრომლობით, სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება გაიმართა.

სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგი ნათია კაციტაძე მოსწავლეებს დაუნის სინდრომის შესახებ ესაუბრა. ბავშვები საჭირო და საინტერესო ინფორმაციას გაეცნენ.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - ირმა მიქაბერიძე კი მოსწავლეებს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისადმი საზოგადოების მიმღებლური დამოკიდებულების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

მე-10 კლასის მოსწავლემ - ლიკა შარიქაძემ კი თანასკოლელებს პრეზენტაცია დაუნის სინდრომისა და სინდრომის მქონე წარმატებული ადამიანების შესახებ წარუდგინა.

პრეზენტაციის ბოლო მოსწავლეებმა პოსტერი წარწერით - „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ შექმნეს, რომელიც სკოლის ფოიეში გამოიფინა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა ცოდნასა და ცნობიერებას ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203