წალკის N2 სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებელმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა
22-03-2023
წალკის N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა.

სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა - ირმა ნანსყანმა კოლეგებთან თემაზე - „რა მნიშვნლობა აქვს საზოგადოების სწორ დამოკიდებულებას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისათვის“ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით მხარდამჭერი ღონისძიება გამართეს და გაერთიანდნენ ლოზუნგის - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“ გარშემო. მოსწავლეები საინტერესო ინფორმაციას გაეცნენ და ცნობიერება აუმაღლდათ.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით გამართულ აქტივობებში მოსწავლეები ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203