აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა
21-03-2023
აფხაზეთის N1 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა. 

მოსწავლეებმა და თანამშრომლებმა თარიღს სხვადასხვა აქტივობა მიუძღვნეს. მათ ამ დღის მნიშვნელობასა და ისტორიაზე ისაუბრეს, აზრი დააფიქსირეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები დაამზადეს და სათქმელი გააჟღერეს. აქტივობაში ყველა მონდომებით ჩაერთო, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი საინტერესო აქტივობები ხშირად ეწყობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203