ზიკილიის საჯარო სკოლაში საინტერესო მათემატიკური კონკურსი გაიმართა
21-03-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მათემატიკური უნარების გაუმჯობესებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენისა და განვითარების მიზნით, სხვადასხვა კონკურსი და აქტივობა ტარდება.

ამჯერად, სკოლაში კონკურსი - „მათემატიკური სტარტები“ გაიმართა, რომელშიც სკოლის მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა აღნიშნულ კონკურსში მათემატიკური ცოდნა და უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დავალებებს თავი წარმატებით გაართვეს.

კონკურსის 1-ელი და მე-2 ადგილის გამარჯვებულები კლასების მიხედვით გამოვლინდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეჯიბრებები და კონკურსები მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203