ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები მოეწყო
21-03-2023
პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში, სპეციალური მასწავლებლის მაკო ქისიშვილის ინიციატივით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

გაიმართა სხვადასხვა აქტივობა, მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და თემატური ნამუშევრები შექმნეს. აქტივობები ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართა. მათ მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, მათ ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

პროცესმა ძალიან საინტერესოდ და წარმატებით ჩაიარა.

„დიდი მადლობა მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისათვის“,- აღნიშნავს მასწავლებელი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203