
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მათ გამართეს ღონისძიება - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“. მოსწავლეთა ხელმძღვანელები დამრიგებლები - თ.ლოხიშვილი, ნ.კელეპტრიშვილი, ნ.ბერიძე და ლ.ბრაჭული იყვნენ. გარდა ამისა, ხელოვნების გაკვეთილზე, პედაგოგ მარიამ ბერიძის ხელმძღვანელობით, თემატური პლაკატები და ნახატები დაამზადეს.
მოსწავლეები თითოეულ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
„21 მარტი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან, ერთი დაუნის სინდრომით იბადება“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: