აფხაზეთის N1 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი ბებია სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
21-03-2023
აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის წარჩინებული მოსწავლე გიორგი ბებია - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.

მას პერსონალური კომპიუტერი საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის გადაეცა. ის ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული, ბეჯითი მოსწავლეა.

სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„პედაგოგებისა და ბეჯითი მოსწავლის ერთიანი შრომის შედეგად ლეპტოპი გადაეცა. სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203