წაჩხურუს საშუალო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა
21-03-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საშუალო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის შესაბამისი ღონისძიებებით ეძღვნება.

გამონაკლისი, რასაკვირველია, არც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ყოფილა. სკოლაში ეს თარიღი სპეციალური მასწავლებლის - ირმა კანკიას ორგანიზებით აღნიშნეს. 
 
მოეწყო მრავალფეროვანი ღონისძიება, მოსწავლეებმა ამ დღის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ ვრცლად ისაუბრეს, თემატური პოსტერები მოამზადს და თემატური ჭრელი წინდები ჩაიცვეს. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობამ მოსწავლეთა ცნობიერება კიდევ უფრო აამაღლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203