„ჩვენ ერთნი ვართ“- ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
21-03-2023
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლალი მურადაშვილის ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობები გამართეს. მათ საინფორმაციო ვიდეორგოლიც დაამზადეს. მოიძიეს ინფორმაცია, აღნიშნული თარიღის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. გარდა ამისა, თემატური პოსტერებიც მოამზადეს. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობებში ყველა მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. მათი მიზანი ცნობიერების ამაღლება, თანადგომისა და სიყვარულის გამოხატვა იყო. მათ გზავნილი - „ჩვენ ერთნი ვართ“, გააჟღერეს. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203