ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
21-03-2023
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა. 

მოსწავლეებმა, სპეციალური მასწავლებლის, სვეტლანა ქვილითაიას ხელმძღვანელობით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, აღნიშნული თარიღის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. მათ გამართეს დისკუსია, იმსჯელეს და აზრი დააფიქსირეს. 

სასკოლო საზოგადოებამ დაუნის სინდრომის მქონე პირებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა ჭრელი წინდები გამოფინეს, კედლის გაზეთი - „არავინ დატოვოთ მიღმა“, დაამზადეს და მთავარი სლოგანი - „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“, გააჟღერეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203