ბოლნისის N3 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ
21-03-2023
ბოლნისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანანო დემურაშვილი, ნანა გვილია და მარიამ ფოფხაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მათ კომპიუტერები საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის გადაეცათ. ისინი ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული, ბეჯითი მოსწავლეები არიან.

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203