ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო, შემოქმედებითი ღონისძიება იმართება.
ეს ყველაფერი კი მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის მიღების სურვილზე დადებითად აისახება. ამჯერად, გალაკტიონის მარადიული სიცოცხლისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „შენ უკვდავების ხარ ბინადარი“,- გაიმართა.
მოსწავლეებმა პოეტების მეფის - გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს, აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა გაიღრმავეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავს აქტივობებს სკოლის პროფესიონალი პედაგოგები ხშირად აწყობენ.
იხილეთ ფოტოები: