„მე და ჩემი უფლებები“- ტალავერის N1 საჯარო სკოლაში ესეების კონკურსი გაიმართა 
21-03-2023

არიფ ალიევის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის N1 საჯარო სკოლაში, დასრულდა ესეების კონკურსი თემაზე - „მე და ჩემი უფლებები“.

კონკურსი სასკოლო პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა.

პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელი გახდნენ მოსწავლეები: ჯეიხუნ შარიფოვი, გულბაზ აშიროვა და შახფარი ნურიევა.

სკოლაში, მოსწავლეთა წერითი უნარების განვითარებასა და შემეცნებით პროექტებში აქტიურ ჩართულობას დიდი ყურადღება ექცევა.

„სკოლა მადლობას უხდის კონკურისის ყველა მონაწილეს და საუკეთესო ნაშრომების ავტორებს ულოცავს გამარჯვებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203