ივერიის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ანიმაციური ფილმის ჩვენება გაიმართა
21-03-2023
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ანიმაციური ფილმის ჩვენება მოეწყო.

ჩვენებას დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის გაიმართა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობას, სპეციალური მასწავლებელი ეკატერინე გელაშვილი ხელმძღვანელობდა.

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომლის მთავარ მიზანს, ამ სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდასაჭერად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

„ინკლუზიური გარემოს შექმნა ნიშნავს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანის სრულყოფილ ჩართვასა და მონაწილეობას საზოგადოებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:  
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203