ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე აბო სულწაძე გაცვლითი პროგრამით აშშ-ი ისწავლის
21-03-2023
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლა კიდევ ერთი წარჩინებული მოსწავლის წარმატებას ზეიმობს.

ეს XI კლასის მოსწავლე აბო სულწაძეა, რომელმაც მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამა FLEX-ში მოიპოვა დაფინანსება და ერთი წლის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლის.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლის წარმატება მისი ინგლისური ენის მასწავლებლისა და კლასის დამრიგებლის ნინო ნიგურიანის დიდი დამსახურებაა.

სკოლაში აბო სულწაძეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, აბოს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში წინსვლას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203