ივერიის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
23-03-2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში, კონკურსა თუ ღონისძიებაში რთავენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობენ. 

სკოლაში, ამჯერად, გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა. 

მოსწაველეები თამაშში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, იაქტიურეს და ცოდნა წარმოაჩინეს. 

სკოლაში მოსწავლეებს შემდეგ ეტაპებზე წარმატებას უსურვებენ.

„წარმატებები ყველა გუნდს. ნამდვილად საამაყონი ხართ და იმედია გიხილავთ შემდეგ ტურში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203