ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლემ, ფიგურულმა მოციგურავე ქეთევან მახარაძემ საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
21-03-2023
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

ამჯერად სკოლაში, მერვე კლასის მოსწავლის - ქეთევან მახარაძის სპორტულ წარმატებას ზეიმობენ. 

მოსწავლე წარმატებული ფიგურული მოციგურავეა.  

მერვეკლასელმა გაერთიანებული ემირატების დედაქალაქ აბუ-დაბიში, საერთაშორისო ტურნირზე, ფიგურულ ციგურაობაში, Basic Novice-ს კატეგორიაში, წარმატებით იასპარეზა, სადაც 17 ქვეყნის 36 მონაწილეს შორის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„გილოცავთ, ქეთევან! წარმატებებს გისურვებთ, ჩემპიონო!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203