იანეულის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა 
21-03-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღის აღნიშვნას, სხვდასხვა აქტივობითა და ამ დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაციით შეუერთდა.

მოსწავლეები, სპეციალური მასწავლებლის თამარ ფიფიას ხელმძღვანელობით, ჭრელი წინდების კამპანიაში ჩაერთნენ, დაუნის სინდრომის დღის დაარსების ისტორიას გაეცნენ, ისაუბრეს დაუნის სინდრომის, ტოლერანტობის, მიმღებლობის, მეგობრობის, პატივისცემისა და სიყვარულის შესახებ.

„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“. ვინაიდან წინდებს ქრომოსომის ფორმა აქვთ, წინდები ამ დღის სიმბოლოდ იქცა. ფერადი წინდის ტარებით ადამიანები გარშემომყოფთა ყურადღებას იქცევენ და ინფორმაციის გამავრცელებლები ხდებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203