„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“ - თეკლათის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
21-03-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, პედაგოგებმა მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. მოსწავლეები კი ჭრელი წინდების კამპანიას შეუერთდნენ და პედაგოგთა ხელმძღვანელობით, არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ. 

„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი.

2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელ მსოფლიოში ღინიშნება.

2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“. ვინაიდან წინდებს ქრომოსომის ფორმა აქვთ, წინდები ამ დღის სიმბოლოდ იქცა. ფერადი წინდის ტარებით ადამიანები გარშემომყოფთა ყურადღებას იქცევენ და ინფორმაციის გამავრცელებლები ხდებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203