კოთელიის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებთან ენერგოეფექტურობასა და გარემოსდაცვით საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
21-03-2023
თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო და საინფორმაციო შეხვედრა ეწყობა.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს, საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის ხელმძღვანელი ნუგზარ თათიშვილი ესაუბრა.

შეხვედრის თემა, ენერგოეფექტურობასა და გარემოს დაცვით საკითხებს ეხებოდა.

როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, საკითხთან დაკავშირებით შეხვედრის ფარგლები საკმაოდ ვრცელი და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ენერგოეფექტურობა გვჭირდება, რადგან ეს ეხება არამარტო ჩვენს ბიუჯეტს არამედ კლიმატის ცვლილებაა...“ - აღნიშნა ნუგზარ თათიშვილმა.

სკოლა გვიზიარებს ღონისძიების შესახებ მომზადებულ სიუჟეტს, რომლის ავტორია TOK TV. 

ფოტო წარმოდგენილია TOK TV-ის სიუჟეტიდან.

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203