კოთელიის საჯარო სკოლა კომპიუტერული ტექნოლოგიით აღიჭურვა
21-03-2023

თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში, ხორციელდება პროექტი -„ჭკვიანი სოფლები ახალქალაქში“.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (akhalkalaki LAG) ორგანიზებით და აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, 2022 წლის დემოკრატის კომისიის მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

პროექტის მიზანია: ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ყველა ინდივიდს მიეცეს საშუალება შეიძინოს ძირეული ცოდნა და გამოიმუშაოს საჭირო უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისთვის.

პროექტის ფარგლებში სკოლა კომპიუტერული და საკომფერენციო მოწყობილობებით აღიჭურვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203