ეფრემოვკის საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში შიდასასკოლო შეჯიბრი გაიმართა
21-03-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით, სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით მრავალფეროვანი სპორტული ღონისძიებები იმართება.

ამჯერად, სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში  შიდასასკოლო შეჯიბრი ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და შესაძლებლობები შთამბეჭდავად წარმოაჩინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სპორტის მასწავლებელმა - ვლადიმირ უგლოვმა 1-ელ, მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და წახალისების მიზნით, სიგელები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა უნარებს წარმოაჩენს და მათ მოტივაციას ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203