ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში მე-6 კლასელთა შორის კულინარიული მარათონი ჩატარდა
21-03-2023

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ და მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების განვითარებას სხვადახვა აქტივობითა თუ ღონისძიებით ცდილობენ. ამის მაგალითია კულინარიული მარათონი, რომელიც მე-6 კლასელთა შორის, ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილის ფარგლებში ჩატარდა. 

მოსწავლეებმა საკუთარი ხელით მოამზადეს სხვადასხვა კერძი და თან ისაუბრეს მათი მომზადების წესისა და წარმოშობის შესახებ.

აქტივობა მოსწავლეებისთვის საინტერესო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები: 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203