ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის დირექტორს - ისლამ მამედოვს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
21-03-2023

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლას თავის საქმეზე შეყვარებული, პროფესიონალი დირექტორი ჰყავს. ის თითოეულ თანამშრომელზე ზრუნავს და ხელს უწყობს, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ, თავადაც წარმატებული პედაგოგია, ამის დასტურია საპატიო ჯილდოც, რომელიც დირექტორისა და ამავე დროს მასწავლებელს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გადასცა. 

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის დირექტორს - ისლამ მამედოვს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

ეს ჯილდო მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის გამოხატულებაა.

ისლამ მამედოვი წლების მანძილზე ხელმძღვანელობს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლას. მისი თანაოსნობით აქ აღიზარდა ასობით წარმატებული ახალგაზრდა და აქტიური საზოგადო მოღვაწე. ჯილდოს გადაცემა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაემთხვა.

სკოლას ეწვივნენ ქალაქ დმანისის მერი კობა მურადაშვილი, რესურსცენტრის  უფროსი მაია ხმალაძე, აპარატის სხვა თანამშრომლები. ქალაქის მერმა კობა მურადაშვილმა და სხვა თანამშრომლებმა სკოლის დირექტორს და მთლიანად პედაგოგიურ კოლექტივს მიულოცეს ღირსეული ჯილდო და ნოვრუზ ბაირამი.

ისლამ მამედოვმა მადლობა გადაუხადა განათლების სამინისტროს, მასწავლებელის სახლს, ქალაქის მერსა და რესურსცენტრს მისი მოკრძალებული შრომის დაფასებისა და აღიარებისათვის. აღნიშნა, რომ პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად კვლავაც წარმატებით იღვაწებს მომავალი თაობის აღზრდისა და განათლებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203