შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი აქტივობა - მეხუთეკლასელებმა მეგრული სამზარეულოს კერძები მოამზადეს
21-03-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა, ამ მიზნით სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება.

ამჯერად, მეხუთე კლასში კულინარიული აქტივობა მოეწყო, მოსწავლეებმა მეგრული სამზარეულოს კერძები წარმოადგინეს.

აქტივობას მასწავლებელი ქეთო ტარიელაძე ხელმძღვანელობდა. 

სამუშაო პროცესში მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ, აქტივობა მათთვის ძალიან სახალისო და სასიამოვნო აღმოჩნდა.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203