გუმათის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
21-03-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლაში, არაერთი საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიება ეწყობა.

მათ შორის აღსანიშნავია, დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი კომპოზიცია, ლექსებით, სიტყვებითა და მუსიკალური ნომრებით გამოხატეს უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ზოგადად ქალებისა და დედების მიმართ.  

სკოლაში, მოსწავლეთა ემოციების გამოხატვასა და შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებას დიდი ყურადღება ეთმობა, სწორედ ამიტომ პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა სადღესასწაულო დღეები საზეიმოდ აღენიშნათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203