წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის თეატრალური დასი დირექციამ ექსკურსიით დააჯილდოვა
21-03-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის თეატრალური დას „ოტიაურს“ მიღწევებისთვის დირექციამ ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა. თეატრალური დასი ბათუმში ექსკურსიით გაემგზავრა. 

უკვე რამდენიმე წელია, რაც სკოლაში ფუნქციონირებს თეატრალური დასი „ოტიაური“, რომელმაც საინტერესო და შთამბეჭდავი სპექტაკლის ჩვენება არაერთხელ მოაწყო.

წელს ახალი სპექტაკლის პრემიერა - „გამოძიება შეწყვეტილია“, მოეწყო, რომელიც ქალთა დღეს მიეძღვნა.

მოსწავლეები, მაღალი საშემსრულებლო დონის ჩვენებისა და დაკისრებული ვალდებულების წარმატებით გამკლავებისთვის სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ ერთდღიანი ექსკურსიით დააჯილდოვა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ბათუმის წმ.სამების დედათა მონასტერი მოინახულეს, ასევე ბათუმის დელფინარიუმს ესტუმრნენ.

აღსანიშნავია, რომ ექვსკურსიაზე, დასის წევრებთან ერთად, საბერძნეთიდან „პატრიოტი დიასპორელი“, მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ.

„ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა ჩვენი სკოლის ისტორიაში...“ - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203