ხაშურის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
21-03-2023
დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლევან ლომიძე, ცირა ხუჯაძე, ხატია ჭიღლაძე და მარიამ მოსიაშვილი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრში პორტაბელური კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„წინ წარმატებისკენ!!! ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N2 საჯარო სკოლის 4 წარჩინებულ მოსწავლეს - ლევან ლომიძეს, ცირა ხუჯაძეს, ხატია ჭიღლაძესა და მარიამ მოსიაშვილს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, კომპიუტერები გადასცა. ჩვენო საყვარელო ბავშვებო, ვამაყობთ თქვენით, თქვენი ისტორია ეს არის გზა წარმატებისკენ!!!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს