ჩიბათის საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში შიდასასკოლო ფესტივალი გაიმართა
21-03-2023
ზაზა სულაბერიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამიტომ სპორტის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სპორტულ ღონისძიებებსა და აქტივობებში რთავენ. 

7 მარტს, ჩიბათის საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის მაგიდის ჩოგბურთში შიდასასკოლო ფესტივალი მოეწყო. 

სპორტულ ღონისძიებას ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგები - ფაცო კოხოძე ავთო ნარიაშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

შეჯიბრი მოსწავლეებისთვის მეტად თავშესაქცევი აღმოჩნდა. ღონისძიებას ხალისით შეუერთდნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203