
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მასწავლებლები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ.
სკოლაში 17 ნოემბერს ღონისძიება სახელწოდებით - „ჩემი საყვარელი პროფესია“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა მათთვის საყვარელი პროფესიების როლები მოირგეს და შესაბამის სამოსში გამოეწყვნენ, რამაც ღონისძიება მეტად სახალისო და საინტერესო გახადა. მოსწავლეებმა არჩეული როლები შთამბეჭდავად გაითავისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ღონისძიების დასასრულს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი სკოლის პედაგოგი გუგული ვერძაძე იყო, რომელმაც ასევე მოსწავლეები ფორმებით უზრუნველყო.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა განვითარებას ხელს უწყობს და მათ მომავალი პროფესიის არჩევაში ეხმარება, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: