ნოსირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბადმინტონში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს
21-03-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში რთავენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობენ. 

ამჯერად, მოსწავლეები სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას შეუერთდნენ. 

ოლიმპიადა 2023-ის ფარგლებში, ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის სპორტდარბაზში, გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პირველობა ბადმინტონში, გოგონათა და ვაჟთა კატეგორიაში.

ნოსირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს. გოგონებმა პირველი ადგილი დაიკავეს, ვაჟები კი მე-2 ადგილს დასჯერდნენ. 

 თამაშების შედეგად ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

გოგონები:

I ადგილი - სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლა;

II ადგილი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის საჯარო სკოლა.

ვაჟები:

I ადგილი -  ჩხოროწყუს №1 საჯარო სკოლა;

II ადგილი - სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლა.

გამარჯვებული გუნდები სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. პირველადგილოსნები ასპარეზობას ზონალურ ეტაპზე გააგრძელებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203