ნახურცილაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები თოჯინების თეატრს სტუმრობდნენ
20-03-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახურცილაოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მათი მოტივაციისა და თვალსაწიერის გაფართოების მიზნით არაერთ სკოლის გარე ღონიძიებაში რთავენ. 

17 მარტს, ნახურცილაოს საჯაროს სკოლის მოსწავლეები მარტვილის თოჯინების თეატრს სტუმრობდნენ. მოსწავლეებმა თეატრში სპექტაკლი - „წითელქუდა“ ნახეს.

სპექტაკლს ასევე ესწრებოდნენ გურძემის და ნოღის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

ბავშვებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, მათთვის სპექტაკლი მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203