
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, მათ შორისაა მეორეკლასელი ბარბარე ჭანტურია, რომელიც მხატვრული კითხვის ნიჭით გამოირჩევა.
ბარბარეს პოეზია ძალიან უყვარს და ლექსებს ემოციურად კითხულობს.
სკოლა ვიდეორგოლს გვიზიარებს, სადაც ბარბარე დიდი ენთუზიაზმით წარმოთქვამს ლექსს, რომელიც დედას ეძღვნება.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები, მოსწავლეთა ძლიერი მხარეების გამოკვეთასა და გაუმჯობესებაზე ორიენტირებულნი არიან.
შესაბამისად, სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.