„რას ნიშნავს დედა ჩვენთვის?“ - ნავარძეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის პირველი დღესასწაული ორიგინალურად აღნიშნეს
20-03-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის IV კლასში 3 მარტთან დაკავშირებით მოსწავლეებმა იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: „რას ნიშნავს დედა ჩვენთვის?“, „რატომ აღვნიშნავთ გაზაფხულზე დედის დღეს?“, „რა როლი ჰქონდა ძველ საქართველოში დედას შვილის გაზრდის გარდა?“ „როგორ მივულოცავთ დედებს დედის დღეს?“

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეოთხეკლასელებმა საკუთარი აზრი ნათლად და ლოგიკურად ჩამოაყალიბეს. მათ დედის როლსა და მოვალეობებზე შესანიშნავად ისაუბრეს. ასევე „ცხრა ძმა ხერხეულიძე და მათი დედა“ გაიხსენეს და ემიგრანტ დედებზე იმსჯელეს.

„მათ სამშობლოს სიყვარული დედასთან დააკავშირეს. აღნიშნეს, რომ საკუთარი შვილის სიყვარულს, სწორედ დედა უნერგავს შვილს. როგორც დედა, ასევე  სამშობლოც ერთადერთი და განუმეორებელია, - ასეთი გამოთქმით დაასრულეს თავიანთი აზრი“, - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

დედის დღე ასევე შთამბეჭდავად სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა აღნიშნეს.

„მრავალი სიხარულით, სიყარულით, მზით და გულით გამთბარი გაზაფხული გვისურვეს პატარებმა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

როგორც სკოლაში გივყვებიან, მათ დედის დღე თავიანთი ხელით დამზადებული ბარათებით, თაიგულებით, ცეკვა-სიმღერით, გულისგამთბობი ლექსებით, ფერად-ფერადი ყვავილებით მიულოცეს საყვარელ დედებს, ბებოებს და მასწავლებლებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებით უანრებსა და შესაძლებლობებს წარმოაჩენს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203