დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სანახაობა ითხვისის N2 საჯარო სკოლაში 
20-03-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

ამ მიზნით სკოლაში, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

როგორ სკოლაში გვიყვებიან, ზეიმში დაწყებითი და საბაზო საფეხურის  მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა, საგაზაფხულო თემატიკით გაფორმებულ საკლასო ოთახში, შთამბეჭდავი სანახაობა წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას და დედებსა და პედაგოგებს დიდი სიყვარულით მიულოცეს დღესასწაული.

ღონისძიება, დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, თამარ იაკობიძემ და მუსიკის მასწავლებელმა, ინგა ქურციკიძემ მოამზადეს.

მოსწავლეებისთვის საღამო ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203