შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში გაიმართა
20-03-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ კონკურსში რთავენ და მათი ცოდნისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ცდილობენ. 

16 მარტს, შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებელ თეიმურაზ მაჭარაშვილის ორგანიზებით, გუნდური ინტელექტუალურ თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა. 

ერთმანეთს შეხვდა - ორი გუნდი VI  კლასელთა ნაკრები - „ჭიათურელი გენიოსები“ და VII კლასელების გუნდი - „შუკა“.

თამაში მეტად საინტერესოდ წარიმართა და მე-7 კლასელთა გამარჯვებით დამთავრდა.

როგორც მასწავლებელი თეიმურაზ მაჭარაშვილი გვეუბნება, ინტელექტუალური შეჯიბრი წარმოადგენს ორგანიზაცია BRINS .GE -ს პროექტს, სადაც შიდასასკოლო ტურის შემდეგ მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონალურ ჩემპიონატში, რომელიც 3 აპრილს გაიმართება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203