„ფერები“ - ორჯის საჯარო სკოლის მეორეკლასელთა საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი
20-03-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის მეორე კლასში, თემაზე - „ფერები“ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.

აქტივობას უძღვებოდნენ ბილინგვურ სწავლებაში ჩართული სპეციალისტი დალი ყავრელიშვილი და ქართული ენის მასწავლებელი ასია ანტონიანი.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ისწავლეს ფერები და აქტივობის სახით წარმოადგინეს.

სასწავლო პროცესში მოსწავლეები მაქსიმალურად ჩაერთნენ, საკლასო დავალებები დიდი სიხარულითა და მოტივაციით შეასრულეს და ახალი მასალა საინტერესოდ შეისწავლეს.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების ინტერესებზე მორგებული გაკვეთილის ჩატარება, მათი აქტიურობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203