თბილისის N132 საჯარო სკოლის მოსწავლეები არაერთ საინტერესო პროექტსა თუ კონკურსში ერთვებიან.
ამჯერად, ისინი, გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით გამართულ, ინტელექტუალურ თამაშში - „რა, სად, როდის?“, მონაწილეობდნენ.
თამაშში, რომლის თემატიკაც ზოგადი განათლება იყო, X-XI კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 6-კაციანი გუნდი ჩაერთო. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და კარგი შედეგი დააფიქსირეს.
გუნდი ათეულში გადავიდა. სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ აქტივობაში გლდანის რაიონის 22 სკოლა მონაწილეობდა.
იხილეთ ფოტოები: