ქვედა სამების საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
20-03-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლაში, ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“, შიდასასკოლო ტური ჩატარდა.

თამაში 6 მარტს გაიმართა, მასში დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სკოლაში, მოსწავლეთა აქტიურობას და  სხვადასხვა კონკურსსა თუ პროექტში ჩართულობას დიდი ყურადღება ეთმობა.

„ამ ოლიმპიადაში უკვე მესამე სეზონზე ვასპარეზობთ, გვაქვს მოტივაცია და დიდი ინტერესი...“ - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203