„ჯანსაღი ცხოვრება პროცენტული მაჩვენებლით“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო გამოკითხვა ჩატარდა
20-03-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, სასკოლო პროექტის - „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“, ფარგლებში, მათემატიკაში, VII- IX კლასებში კვლევა დაიგეგმა და განხორციელდა. 

მოსწავლეებმა თანატოლებში კვლევა  - „ჯანსაღი ცხოვრება პროცენტული მაჩვენებლით“ ჩაატარეს. მათ გამოკითხვის შედეგად დაადგინეს: რამდენი პროცენტი იკვებება ჯანსაღად, რამდენი პროცენტი ვარჯიშობს რეგულარულად, რამდენი პროცენტი სეირნობს ბუნებაში სუფთა ჰაერზე, რამდენ პროცენტს სძინავს 7-8 საათი, რამდენი პროცენტი იცავს ჰიგიენას პირად ჰიგიენას.

მოსწავლეებმა მონაცემთა შეგროვების შემდეგ, შექმნეს ცხრილი და გამოსახეს სვეტოვანი დიაგრამა.

აქტივობები მასწავლებელ ირა შაქარიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203