იანეულის საჯარო სკოლაში, ნარჩენების გადამუშავების თემაზე, საინტერესო პრეზენტაციები გაიმართა
20-03-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში ნარჩენების გადამუშავების საერთშორისო დღე აღნიშნეს.

ამ თარიღთან დაკავშირებით, ეკოკლუბის წევრებმა პრეზენტაცია - „დავიცვათ საქართველოს სისუფთვე“ და „ნაგავი ნაგავსაყრელზე“ მოაწყვეს. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და საინტერესოდ წარადგინეს. აქტივობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

სკოლაში გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ. მოსწავლეების
მიზანია სოფელი აიანეული ეკოლოგიურად სუფთა იყოს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203