ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იუნკერთა ხსოვნას ღონისძიება მიუძღვნეს
20-03-2023
გიორგი ჭალადიდელის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და ღონისძიებები ეწყობა.
გამონაკლისი, რასაკვირველია, არც საბჭოთა ოკუპაციის დღე ყოფილა. მოსწავლეებმა იუნკერთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს, მათ აღნიშნული თარიღისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს, აზრი დააფიქსირეს და დრო საინტერესოდ გაატარეს.
გარდა ამისა, თომა ჩაგელიშვილის ფილმის - „თბილისის დაცემა“, ჩვენება მოეწყო.
ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს