ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძალადობა დაგმეს
20-03-2023
გიორგი ჭალადიდელის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. 

ისინი სხვადასხვა შესაბამის ღონისძიებასაც აწყობენ. ამჯერად, სკოლაში ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე აქცია და ანიმაციური ფილმის ჩვენება გაიმართა. აქტივობებში როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლებიც ჩაერთნენ. 

მოეწყო შეხვედრაც, რომლის მიმდინარეობისას ძალადობის ტიპებსა და ბულინგის სხვადასხვა ფორმებზე ისაუბრეს. 

აქტივობებმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203