გომის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულები აღნიშნეს
20-03-2023
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ.
გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც გაზაფხულის დღესასწაულები - დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე ყოფილა. პირველი კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები დაამზადეს, დახატეს და სიყვარული გამოხატეს.
კლასიც საზეიმოდ იყო მორთული, რაც განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.