ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, „UNA Georgia • საქართველოს გაეროს ასოციაციამ“ გომის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებასათან, „საზოგადოება ბილიკის“ თანადგომით, მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის შეხვედრა მოაწყო.
აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, ძალიან საინტერესო ინტერაქტიული საუბრები შემდეგ თემებზე გაიმართა:
1. ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის ისტორია: ქართული და საერთაშორისო გამოცდილებები;
2. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების რეფორმა.
ლექციები წაიკითხეს:
1. ლელა გაფრინდაშვილმა - სოციოლოგი ფილოსოფოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
2. ირაკლი ირემაძემ - ისტორიის დოქტორანტი (თსუ), მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის კოორდინატორი.
შეხვედრა გაიმართა გომის საჯარო სკოლის თვითმმართველობის პროექტის - „ქალები კაცობრიობის ისტორიაში“ ფარგლებში.
„მადლობა ვუხდით, ჩვენს ძვირფას სტუმრებს და საზოგადოება „ბილიკს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: