რიონის საჯარო სკოლაში π რიცხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა 
20-03-2023
სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში მათემატიკური დღესასწაული „პი“ რიცხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მეცხრეკლასელებმა მერვეკლასელებს „პის“ მნიშვნელობა გააცნეს. მათ მათემატიკასთან დაკავშირებით, საინტერესო და მხიარული ფაქტების შესახებ ისაუბრეს.

აღნიშნული საინფორმაციო აქტივობა მათემატიკის კათედრამ, პედაგოგების ლიკა სანებლიძისა და გვანცა კვერნაძის ხელმძღვანელობით გამართა. 

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისა და ცოდნის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203