ნიკორწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიება 
20-03-2023
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა.

სარვამარტო ღონისძიებისთვის მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით მოემზადნენ. მათ სკოლა სადღესასწაულოდ მორთეს და საზეიმო გარემო შექმნეს.

ღონისძიებაზე ბავშვებმა იმღერეს, თემატური ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და დამსწრე საზოგადოებას განწყობა აუმაღლეს.

მათ ზეიმზე შემოქმედებითი შესაძლებლობები და უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203