„ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპები“ - ჩიბათის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის კონფერენცია ჩატარდა
20-03-2023
ზაზა სულაბერიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესს ადრეული ასაკიდანვე უნერგავენ.
სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის თემაზე - „ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპები“ შიდასასკოლო კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგები: ფაცო კოხოძე და ავთო ნარიაშვილი.
სკოლაში მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაციები გამართეს და თემატური ნახატები, პლაკატები დაამზადეს.
მათ კონფერენციაზე საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კონფერნეციები და პრეზენტაციები მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს